вторник, 24 мая 2022 г.

მეცხრე კლასის კომპლექსური დავალება, მოსწავლის ნამუშევარი

 


მიმართულება  ალგებრა და კანონზომიერება

სამიზნე ცნება: ალგებრული გამოსახულებები

სასწავლო თემა: ალგებრული გამოსახულებების გარდაქმნა

 

მიმართულება

ალგებრა და კანონზომიერება

სასწავლო თემა: ალგებრული გამოსახულებების გარდაქმნა

სამიზნე ცნება:

ალგებრული გამოსახულებები

მაკრო ცნება: კავშირები, მოდელირება

 

კლასი: მე-9

დრო: 5-6 სთ

საკითხები:

კვადრატული სამწევრის მამრავლებად დაშლა

კვადრატული სამწევრის სრული კვადრატის გამოყოფა

ალგებრული წილადები და მოქმედებები მასზე

  • საკვანძო კითხვა: როგორ არის შესაძლებელი რეალურ ცხოვრებაში სიტუაციის მოდელირება მნიშვნელოვანი ცვლადების იდენტიფიცირებით.

 

დავალების პირობა:

 

დავალების სათური: სკვერის დაგეგმარება

 

პირობა

გიორგიმ გადაწყვიტა მის კორპუსთან ახლოს, თავისუფალი ტერიტორიისათვის შექმნას სკვერის დაგეგმარების პროექტი და წარუდგინოს ქალაქის მერიას.

ტერიტორიას მართკუთხედის ფორმა აქვს, რომლის ირგვლივ აკეთებს ველოსიპედით მოსიარულეთა ბილიკს. სკვერის შიგნით კი, მართკუთხედის ერთი წვეროდან მოპირდაპირე გვერდების შუაწერტილებით შეერთებულ სამკუთხა არეში, პატარებისათვის ატრაქციონების დამონტაჟება სურს. დანარჩენ ფართობზე კი დასასვენებელ სკამებს  და ყვავილნარს აშენებს.

 

შენი დავალებაა:

·       აღნიშნე ცვლადებით, მართკუთხედის განზომილებები, ველო -ბილიკის განი და დაწერე მთელი სკვერის ფართობის (შიგა არე, ველო ბილიკთან ერთად) გამოსათვლელი გამოსახულება. გაამარტივე გამოსახულება, მიღებული კვადრატული სამწევრიდან გამოყავი სრული კვადრატი

·       დაყავი ფიგურა (ველო ბილიკი)მართკუთხედებად, კვადრატებად  ვერტიკალური და ჰორიზონტალური წრფეების გავლებით, დაწერე მთელი სკვერის ფართობის გამოსათვლელი გამოსახულება და ალგებრული წესებით შეამოწმე მიღებული გამოსახულებების იგივური ტოლობა

·       ჩაწერე ველო ბილიკის ფართობის საპოვნელი გამოსახულება, გაამარტივე, დაშალე მამრავლებად

·       დაწერე საბავშვო ატრაქციონისათვის გამოყოფილი არის ფართობის გამოსატვლელი გამოსახულება სხვდასხვა გზით, გაამარტივე გამოსახულებები და ალგებრული წესებით  შეამოწმე მიღებული გამოსახულების იგივური ტოლობა.

·       წარმოადგინე სკვერის გეგმა. 

·       მიანიჭე ცვლადებს „გონივრული“ რიცხვითი მნიშვნელობები და იპოვე ზემოთხსენებული არეების ფართობები.

·       შექმენი მსგავსი პროექტი სასურველი ობიექტის დასაგეგმად, ან ასაგებად...

პრეზენტაციისას ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

 

  • რას აღნიშნავს უცნობი? ცვლადი?
  • აღწერე როგორ მოახდინე  მათემატიკური სიტუაციის წარმოდგენა ცვლადების, სიმბოლოების, დიაგრამის და შესაბამისი სტანდარტული მოდელების საშუალებით
  • რაზე არის დამოკიდებული ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობა?
  • კავშირი ეკვივალენტურ ფორმებს შორის; რა ნიშნავს გამოსახულების გამარტივება? როგორი გამოსახულებები მიიღება გამარტივების შეეგად?

 

პრეზენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ სურვილისამებრ, როგორც  ციფრულ საპრეზენტაციო  პროგრამაში ასევე ფლიფჩარტზე დაწერილი.                                                               

შეფასება:

მოსწავლეს შეუძლია

  • უცნობი რაოდენობის წარმოდგენა ცვლადის მეშვეობით
  • აღწეროს როგორ ხდება სიტუაციის წარმოდგენა ცვლადების, სიმბოლოების, დიაგრამის ან შესაბამისი სტანდარტული მოდელების მეშვეობით, როგორ ხდება ცვლადის შესაბამისობა უცნობ სიდიდესთან და გამოსახულების ჩაწერა.
  • გამოსახულების გამარტივების შედეგად ეკვივალენტური ფორმის მიღება

რეკომენდაციები მოსწავლეს

დავალების შესასრულებლად დაგეხმარება ქვემოთ მოცემული ვიდეოები:

https://www.youtube.com/watch?v=9ZBrlusjf3Q

 

https://www.youtube.com/watch?v=iu1BQ9MyvWU

https://sites.google.com/site/martivimatematika/7-sruli-kvadratis-gamoqopa

 

Комментариев нет:

Отправить комментарий