вторник, 24 мая 2022 г.

მათემატიკის კათედრის ანგარიში 2022 წელი

 

ანგარიში

  მათემატიკის კათედრა მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესის მრავალფეროვნად წარმართვაში. თითქმის ყველა კლასში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის გაკვეთილები. ბავშვები აქტიურად ასრულებდნენ კომპლექსურ დავალებებს, სხვადასხვა პროექტებსა თუ პრეზენტაციებს. კათედრაზე ერთობლივად იგეგმებოდა გაკვეთილები ყველა კლასში, რათა არ გვქონოდა პროგრამული აცდენა. მასწავლებლებმა თავიანთ კლასებში აქტიურად იმუშვეს სასკოლო პროექტის განხორციელებაზე, კერძოდ:

1.  ლია ჭანკვეტაძე - გენდერული თანასწორობა (პროექტი)

2.  მარეხ ივანიძე - ხარისხიანი განათლება (პროექტი)

3.  ნინო კაპანაძე - კარგი სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (პრეზენტაცია)

4.  ნანა სახვაძე - კლიმატი და გარემოს დაცვა ( კონფერენცია)

5.  ნანა მახათაძე - გარემოს დაცვა ( პრეზენტაცია)

6.  ნინო ლოსეურაშვილი - როგორ დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისაგან ( პრეზენტაცია)

7.  დიანა ივანიძე - პროცენტის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში ( რესურსის შექმნა)

8.   ნანა გაჩეჩილაძე - კავშირი გეომეტრიულ ფიგურებსა და საგზაო ნიშნებს შორის ( პრეზენტაცია)

 

 

 

მაისის თვეში  დაგეგმილი განსახორციელებელი აქტივობები : 

1.  მარეხ ივანიძე - კარგი სამუშაო და ეკონომიკური ზრდა ( პროექტი)

2.  ელისო კაკუშაძე - შიმშილის აღმოფხვრა ( პრეზენტაცია)

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий