вторник, 24 мая 2022 г.

თვითრეფლექსია (მეშვიდე კლასის კომპლექსური დავალებების შესახებ)

 

                                                  თვითრეფლექსია                2021-2022 სასწავლო წელი

          მოგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან მათემატიკის პედაგოგებმა მუშაობა დავიწყეთ წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის მიხედვით. ,,ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მეშვიდე კლასში დავგეგმეთ სამი კომპლექსური დავალება: 1.ქალაქის ან უბნის ქუჩების სამოძრაო ადგილის დაგეგმარება, 2.მარტივი და რთული პროცენტი, ანაბარზე თანხის დადება, 3. კვლევის დაგეგმვა- სკოლის შიდა ატმოსფეროს გამოკვლევა. კალენდარული გეგმით: ერთი პირველ სემესტრში, დანარჩენი -მეორე სემესტრში.

      ქვეყანაში პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გარკვეული პერიოდით სკოლა გადასული იყო ონლაინ სწავლების რეჟიმზე, რის გამოც ჩასატარებელ საათების რაოდენობა იყო შემცირებული, შესაბამისად, თემების დამუშავება ვერ მოხერხდა გაწერილ დროში და ნაცვლად ოქტომბრისა, პირველი კომპლექსური დავალებაზე მუშაობა ნოემბრის თვეში გახდა შესაძლებელი.

       მეშვიდე კლასელებისთვის კომპლექსური დავალების შესრულებაზე მუშაობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა სწავლა-სწავლებით დაინტერესებას,  საკლასო სივრცეში მიღებული ცოდნის გამოყენების რეალიზაციის მნიშვნელობის გააზრებას, მათემატიკური ინსტრუმენტებით მნიშვნელოვანი პროდუქტის მიღების  საქმიანობაში გამოყენებას, შემოქმედებითი და შემეცნებითი უნარების განვითარების აუცილებლობას.

     სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდი მოსწავლეებს უადვილებდა კომპლექსური პრობლემების გადაჭრას. მათ რეალურად აღიქვეს საკითხის კომპლექსურობა, დაგეგმარებაზე ყურადღების მობილიზება,  დავალების პრობლემის დალაგების საჭიროება მარტივიდან რთულისკენ. გაითავისეს სოციალური ურთიერთობის საჭიროება, ინფორმაციის მიღების და წვდომის საშუალებებზე ფიქრი, ოჯახის წევრებთან აზრის გაზიარება, დროის მართვის სტრატეგიების გათვალისწინება და სწავლა.

     კომპლექსურ დავალების მუშაობის პროცესში, მოსწავლეებს გაუჭირდა მათემატიკური მოდელის შექმნა, შესაბამისად პრობლემის მოდელირება. კათედრაზე შევიმუშავეთ აღნიშნული პრობლემის მოგვარების სტრატეგიები და დავგეგმეთ აქტივობები.სწავლების პროცესში გაკვეთილზე გამოვიყენეთ შემდეგი აქტივობები: ფანქრით,სახაზავით და ფარგლით ფიგურების ხაზვის ელემენტების შესწავლა და შესრულება, ნახატების ჩვენება და ფიგურების ამოცნობა, მოსწავლეებისათვის ნაცნობი ადგილების წარმოსახვით ,,დათვალიერება“, კავშირების დამყარება და მიმგვანება გეომეტრიულ ფიგურებთან. თვალზომითი აქტივობებით კუთხეების გრადუსული ზომების დასახელება, პარალელური წრფეებზე შედარება და მოდელირება-ხელებით ჩვენება, სასწავლო რესურსების განლაგება მერზხებზე- მინიშნებებით.

     მოსწავლეებმა   მიღებული ცოდნით შექმნეს ხელშეუხები პროდუქტი.  ნახატებით, პროგრამა geogebra-ს გამოყენებით წარმოადგინეს ქუჩის გეგმა.

     ამ დროისთვის, განვლილი თემებიდან გამომდინარე, მოსწავლეები მუშაობენ რიცხვის პროცენტზე, პროცენტულ ცვლილებაზე, მარტივი და რთული პროცენტის ანაბარზე თანხის დადებაზე. აღნიშნული კომპლექსური სამუშაო დასრულების პროცესშია, რაც ასევე საინტერესო დავალებაა და მოსწავლეთა მათემატიკური უნარების განვითარება-გაზრდა-საჭიროებას უწყობს ხელს.მესამე კომპლექსური დავალება, რომელიც სტატისტიკის ელემენტებს მოიცავს შეუსრულებელი რჩება, თუმცა მომდევნო კლასებში აღნიშნული თემა აქტუალურია.

Комментариев нет:

Отправить комментарий